ფეხბურთი

15:35 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოსკოვი: "კვირკველია პრემიერლიგისთვის მზად არაა, რადგან ზარმაცია"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ლეგენდა დმიტრი ლოსკოვი, რომელიც ამჟამად „რკინიგზელთა“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, საბა კვირკველიას შესახებ საუბრობს.

ვეტერანი რუსი ფეხბურთელის განცხადებით, კვირკველია ინგლისის პრემიერლიგისთვის მზად არაა, რადგან ზარმაცია და ვარჯიშებს სხვაგვარად უნდა მიუდგეს.

„ვფიქრობ, კვირკველია ინგლისის პრემიერლიგისთვის მზად არაა. საბამ საკუთარ თავს უფრო მეტი უნდა მოსთხოვოს, ვარჯიშებს სხვაგვარად მიუდგეს. ცოტა არ იყოს ზარმაცია, ფეხბურთს უფრო სერიოზულად მიდგომა სჭირდება.

აქ, რუსეთის პრემიერლიგაში ასე თამაშის შესაძლებლობას აძლევენ, რადგან თავისი სისწრაფის ხარჯზე შეცდომის გამოსწორება შეუძლია. ხანადახან მგონია, რომ ვარდნაში ბურთის ართმევა მოსწონს, ფოტოებში უფრო კარგად ჩანს“, - უთხრა ადგილობრივ მედიას ლოსკოვმა.

აქვე შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Transfermarkt-ის მონაცემებით კვირკველიას ფასმა 10 მილიონ ევროს მიაღწია და ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. ცნობისთვის ლოსკოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებას ისაუბრა და 18 წლის ჩვენებური შეაქო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117019