სხვა

18:21 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ევროპული თამაშების მასპინძლად კრაკოვი აირჩიეს

მინსკში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) რიგგარეშე გენერალურ ასამბლეაზე 2023 წლის III ევროპული თამაშების მასპინძლად კრაკოვი გამოცხადდა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებმა კრაკოვის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„ჩვენი მიდგომა მდგომარეობს ოლიმპიური დღის წესრიგი-2020-ის პრინციპებისადმი ერთგულებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ სპორტის ძირითად სახეობებს, შემდეგ კი ორგანიზატორებთან განვიხილავთ, რომელთა ხილვა სურთ ასპარეზობათა პროგრამაში, რომელი შეჯიბრება შეიძლება გახდეს ოლიმპიური კვალიფიკაციის ნაწილი და ასევე იყოს ევროპის ჩემპიონატის სტატუსის მატარებელი," - განაცხადა EOC-ის პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა.

ამასთან, კოჩიანჩიჩი აღნიშნავს, რომ 2024 წელს ოლიმპიური თამაშები ევროპას დაუბრუნდება. ამიტომაც სასურველია, რომ მესამე მულტისპორტული ღონისძიების სპორტული პროგრამა მეტად იყოს დატვირთული ოლიმპიური კვალიფიკაციით.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117656