კალათბურთი

11:55 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ყველას გიწვევთ ამ საოცარ ქვეყანაში" - ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

ქართული კალათბურთის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია უერთდება წამოწყებულ კამპანიას, რომელიც მეგობრების, ნაცნობების, უცნობებისა თუ უბრალოდ ტურისტების საქართველოში მოწვევას მოიცავს.

ფაჩულიამ სოციალურ ქსელში (ფეისბუქში, ტვიტერსა და ინსტაგრამში) სტატუსი გამოაქვეყნა და თავის გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობა ურჩია.

„ჩემს ყველა გამომწერს, NBA-ს ფანებს მთელი მსოფლიოს გარშემო, მოგზაურებს, ღვინისა და საჭმლის მოყვარულებს - ყველა თქვენგანს ვიწვევ ამ ლამაზ და საოცარ ქვეყანაში“, - დაწერა ფაჩულიამ.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ინსტაგრამში ზაზას უკვე გამოეხმაურა მისი ყოფილი თანაგუნდელი სტეფ კარი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შეწყვიტა, რაც სპეციალისტთა აზრით, საქართველოში ტურისტულ სეზონზე გავლენას იქონიებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117946