სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:54 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

24 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1987. ლიონელ (ლეო) მესი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისისა” და “ბარსელონას” ფორვარდი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 88 გოლი, გაიტანა 40 გოლი. 2005 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011). 2006, 2009 და 2011 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი. ჩემპიონთა ლიგის 2008-09 და 2009-10 გათამაშებების საუკეთესო ბომბარდირი. ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). 2006, 2007 და 2009 წლებში დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს, ხოლო 2009 და 2012 წლებში მოიპოვა ქვეყნის “სამეფო თასი”. 2009 წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. 2009, 2010 და 2011 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველ კონგრესზე გადაწყდა, რომ 1896 წლიდან მოყოლებული, ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა.

1941. ფეხბურთში 1941 წლის საკავშირო-საფეხბურთო ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა თბილისსა და სტალინოში (დღევანდელი დონეცკი). პირველობა საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის გამო შეწყდა. 10 ტურის შემდეგ, საკავშირო ჩემპიონატს, თბილისის “დინამო” 15 ქულით ლიდერობდა. იმ დღეს, თბილისის “დინამომ” ლენინგრადელ თანაკლუბელებს 3:2 მოუგო. ქართველთაგან სამივე გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა.

1950. მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატი ფეხბურთში (ბრაზილია). გახსნის მატჩი. ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-მექსიკა 4:1. ამ მუნდიალისთვის სპეციალურად რიო დე ჟანეიროში გიგანტური სტადიონი “მარაკანა” გაიხსნა, რომელიც 200 ათას მაყურებელს იტევდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა იუარა არგენტინამ. ამ ქვეყნის დიქტატორმა, გენერალმა ხუან პერონმა ფინანსური კრიზისი მოიმიზეზა და ეროვნული ნაკრები მუნდიალზე არ გაუშვა. ბრაზილიაში მსოფლიოს პირველობის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ კი გაირკვა, რომ პერონს მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის ჩემპიონობის გარანტია მოუთხოვია და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიაში გამგზავრება აუკრძალა.

1958. შვედეთის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: ბრაზილია-საფრანგეთი 5:2; შვედეთი-გფრ 3:1.

1964. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ვარშავის “გვარდიას” 4:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ ბარქაიამ (2), ხუციშვილმა და აფშევმა გაიტანეს. შეხვედრა პოლონეთის დედაქალაქში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, პეტრიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი, გ. სიჭინავა, იამანიძე, მეტრეველი, ბარქაია, ხუციშვილი, დათუნაშვილი (აფშევი).

1978. მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის: იტალია-ბრაზილია 1:2.

1982. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ალჟიერი-ჩილე 3:2; ჩეხოსლოვაკია-საფრანგეთი 1:1; იუგოსლავია-ჰონდურასი 1:0.

1984. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ნახევრაფინალი: ესპანეთი-დანია 1:1; პენალტებით ესპანელებმა 5:4 მოიგეს. თამაშში გოლები ლერბიუმ (დანია) და მასედამ (ესპანეთი) გაიტანეს.

1990. იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალი. არგენტინა-ბრაზილია 1:0; გფრ-ჰოლანდია 2:1.

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ბრაზილია-კამერუნი 3:0; შვედეთი-რუსეთი 3:1; მექსიკა-ირლანდია 2:1.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: სამხ. აფრიკა-საუდის არაბეთი 2:2; საფრანგეთი-დანია 2:1; ესპანეთი-ბულგარეთი 6:1.

2000. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (ბელგია-ჰოლანდია). მეოთხედფინალი: პორტუგალია-თურქეთი 2:0; იტალია-რუმინეთი 2:0.

2004. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (პორტუგალია). მეოთხედფინალი. პორტუგალია-ინგლისი 2:2 (პენალტებით 6:5).

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). მერვედფინალი: გერმანია-შვედეთი 2:0; არგენტინა-მექსიკა 2:1 (დამატებით დროში).

2009. თბილისში ჩატარებულ ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ნესტორ ხერგიანი და ლევან წიკლაური კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

2009. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრებმა ესპანეთს 2:0 მოუგო, რითაც პირენელთა ზედიზედ 35 მატჩისგან შემდგარი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ამასთან, ესპანეთს ამერიკელებთან დაპირისპირებამდე მიჯრით 15 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის E ჯგუფში რუსტენბურგში იაპონიამ დანიას 3:1 მოუგო, ჰოლანდიამ კეიპტაუნში კამერუნს 2:1 სძლია. ჯგუფიდან მერვედფინალში ჰოლანდია და იაპონია გავიდნენ. F ჯგუფში პოლოკვანეში პარაგვაი და ახალი ზელანდია 0:0 დაზავდნენ, იოჰანესბურგში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა და პლეი ოფს მიღმა დარჩა. ჯგუფიდამ მერვედფინალში პარაგვაი და სლოვაკეთი გავიდნენ.

2011. ანკარაში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალოსნები ზაალ კვაჭატაძე, ჯაბა ხოსიტაშვილი და მიხეილ ბახტიძე გახდნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1875. რობერტ გერეტი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვეობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე (ათენი, 1896 წელი) მოიგო ოთხი მედალი. გაიმარჯვა ბირთვის კვრასა (11,22 მეტრი) და ბადროს ტყორცნაში (29,15), ხოლო სიგრძესა (6,18) და სიმაღლეზე (1,65) ხტომაში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

1911. ხუან მანუელ ფანხიო. ლეგენდარული არგენტინელი მრბოლი. 1951, 1954, 1955, 1956, 1956 წლებში მოიგო ფორმულა1-ის გრან-პრი. იცავდა “ალფა რომეოს”, “მაზერატის”, “მერსედესის”, “ფერარის” ღირსებას. ხუან ფანხიო 1995 წელს ბუენოს აირესში გარდაიცვალა.

1924. ჯონ ჰანსენი (ჯონ ანჯელო ვალდემარ ესტეგორდ ჰანსენი). დანიის ნაკრების, “ფრემის” (1943-48, 1957-1960), “იუვენტუსის” (1949-1954), “ლაციოს” (1954-1955) ფორვარდი (მარცხენა ინსაიდი). დანიისა და იტალიის ჩემპიონატებში ჩაატარა 308 მატჩი, გაიტანა 233 გოლი. დანიის ნაკრების 8 მატჩში გაიტანა 10 გოლი. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1950, 1952). დანიის ჩემპიონი (1944) და თასის მფლობელი (1943, 1944, 1946). დანიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი (1948). იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1948). ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1948) და ამავე თამაშების საუკეთესო ბომბარდირი. ტურნირის 4 მატჩში ჰანსენმა 7 გოლი გაიტანა (მათ შორის პოკერი შეუსრულა იტალიას, დანიამ კი “სკუადრა აძურა” 5:3 დაამარცხა) 1968-69 წლებში წვრთნიდა დანიის ნაკრებს. გარდაიცვალა 1990 წლის 12 იანვარს კოპენჰაგენში.

1932. მიხაილ ოგონკოვი. საბჭითა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” მცველი. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1953 და 1958 წლებში გახდა საკავშირო პირველობის გამარჯვებული.

1933. ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე სირბილში (1951, 1953). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 200 მეტრზე რბენაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, სიგრძეზე ხტომაში, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. სტუდენტთა მეთერთმეტე საზაფხულო სპორტული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სიგრძეზე ხტომაში (1951).

1938. ბორის ლაგუტინი. საბჭოთა მოკრივე. საშუალო წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იყო საბჭითა კავშირის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.

1957. პლამენ ნიკოლოვი. 1978-88 წლებში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 55 მატჩი. ბულგარეთის ოთხგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი. 1984 წელს დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1971. თომას ჰელვეგი. დანიის ნაკრების, “ოდენსეს”, “უდინეზეს”, “მილანის”, “ინტერის”, “ნორვიჩის”, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მცველი. “მილანთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი, იტალიის ჩემპიონობა და თასი. 1994 წელს დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად. დანიის ნაკრებში ჩაატარა 108 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1973. ვიქტორ მიტრუ. ბერძენი ძალოსანი. 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1977. დიმოს დიკუდისი. საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდი (208 სმ). 2005 წლის ევროპის ჩემპიონი.

1978. ლუის გარსია (ლუის ხავიერ გარსია სანსი). ესპანეთის ნაკრების, “ბარსელონას”, “ლივერპულის”, მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი-ფორვარდი. “ლივერპულის” შემადგენლობაში 2005 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. 2006-ში დაეუფლა ინგლისის თასს, ევროპისა და ინგლისის სუპერთასს. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1978. ხუან რომან რიკელმე. არგენტინის ნაკრების, “ბოკა ხუნიორსის”, “ბარსელონას”, “ვილიარეალის” ნახევარმცველი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1997). 2000, 2001, 2007 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. არგენტინის კლაუსურასა (1999) და აპერტურას (1998, 2000, 2008) ჩემპიონი. 2004 წელს “ვილიარეალთან” ერთად მოიგო ინტერტოტოს თასი. 2001 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 2000, 2001 და 2008 წლებში დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.

1987. ლიონელ (ლეო) მესი. არგენტინის ნაკრების, “ნიუელს ოლდ ბოისისა” და “ბარსელონას” ფორვარდი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 88 გოლი, გაიტანა 40 გოლი. 2005 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011). 2006, 2009 და 2011 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი. ჩემპიონთა ლიგის 2008-09 და 2009-10 გათამაშებების საუკეთესო ბომბარდირი. ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). 2006, 2007 და 2009 წლებში დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს, ხოლო 2009 და 2012 წლებში მოიპოვა ქვეყნის “სამეფო თასი”. 2009 წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. 2009, 2010 და 2011 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113089
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X