ავტოსპორტი

0:58 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა საფრანგეთშიც გაიმარჯვა

ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე დომინაციას აგრძელებს და მასთან ერთად, კვლავაც არ ჰყავს ბადალი „მერსედესის“ გუნდს, რომლმაც უკვე ზედიზედ მე-10 რბოლა (7 ამ სეზონში) მოიგო. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, სტარტიდან ფინიშამდე ყოველი წამი ლიდერის რანგში გაატარა.

იმის თქმა, რომ რბოლა უინტერესო იყო, არ შეიძლება - შუა რიგებში საკმაოდ დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა, თუმცა ლიდერებს შორის თავიდანვე ყველაფერი გარკვეულად ჩანდა და თუ შემთხვევითობა არა, რამის შეცვლაც არ იყო მოსალოდნელი - სამქიმიანების მრბოლები ცალკე ლიგაში იყვნენ, დანარჩენებს შორის საუკეთესო კი შარლ ლეკლერი იყო, რომელმაც ბოლო წრეებზე, ვალტერი ბოტასის დაწევაც კი შეძლო. რაც შეეხება სებასტიან ფეტელს, მან მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ ახალი საბურავების წყალობით, ჰამილტონს უსწრაფესი წრე „მოპარა“.

ეს გამარჯვება იმითაც არის აღსანიშნი, რომ „მერსედესმა“ 50-ე დუბლი მიითვალა. ჰამილტონს კი 79 მოგება დაუგროვდა და მიხაელ შუმახერის რეკორდამდე 12 მოგებაღა აკლია, რაც სამქიმიანების ფორმის გათვალისწინებით, ძნელად მისაღწევად აღარ მოჩანს.

„ჩვენ ერთად ისტორიას ვქმნით და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ეს მოგება ისეთი იოლი არ იყო, როგორც ალბათ ჩანდა. ბოლოს წინა ორი ბორბლის განშრევება დაიწყო. სამაგიეროდ, ამ სეზონში საუკეთესო სტარტი მქონდა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ჩემპიონატში ბოტასს 36 ქულას, ფეტელს კი უკვე 76 ქულას უგებს.

საფრანგეთის დიდი პრიზი

მანი კური, დისტანცია 309.690 კმ (5.842 კმ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24.31.198
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 18.056
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 18.985
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 34.905
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:02.796
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.462
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო)* 1 წრე
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  14. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 9 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:32.740 (53-ე წრე, 226.775 კმ/სთ)

* ორი ინციდენტისთვის რიკარდო 5-5 წამით დაჯარიმდა და საბოლოოდ, მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 187 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 151; 3. სებასტიან ფეტელი - 111; 4. მაქს ფერსტაპენი - 100; 5. შარლ ლეკლერი - 87; 6. პიერ გასლი - 36; 7. კარლოს საინსი - 26; 8. დანიელ რიკარდო - 22; 9. კიმი რაიკონენი - 17; 10-11. კევინ მაგნუსენი და ნიკო ჰულკენბერგი - 14; 12-13. ლანდო ნორისი და სერხიო პერესი - 13; 14. დანიილ კვიატი - 10; 15. ალექს ალბონი - 7; 16. ლანს სტროლი - 6; 17. რომენ გროჟანი - 2; 18-20. ანტონიო ჯოვინაცი, ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 338 ქულა; 2. ფერარი - 198; 3. რედ ბულ-ჰონდა - 136; 4. მაკლარენ-რენო - 39; 5. რენო - 36; 6. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 19; 7-8. ტორო როსო-ჰონდა და ალფა რომეო-ფერარი - 17; 9. ჰაას-ფერარი - 16; 10. უილიამს-მერსედესი - 0

Loading...
0.158676