ფეხბურთი

20:42 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდიას ევროპული კლუბი იწვევს

პოლონური „არკას“ ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს გუნდი შეიცვალოს. როგორც ადგილობრივი გამოცემა Arkawcy წერს, ზარანდიას ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან საინტერესო წინადადება აქვს, თუმცა კონკრეტულად სახელი არ გაჟღერებულა.

წყაროს თანახმად, ზარანდიას ტრანსფერით „არკას“ თანხის გამომუშავება შეუძლია, რადგან ჩვენებურს პოლონურ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს.

შეგახსენებთ, 23 წლის ჩვენებური „არკას“ 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 59 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ლუკამ „არკასთან“ ერთად პოლონეთის თასი და სუპერთასი მოიგო და ორივე გადამწყვეტ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123363