ფეხბურთი

19:56 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსი დეპუტატი: "ჩვენ გვახსოვს სიტუაცია უკრაინაში 2014 წელს, ყველაფერი ფეხბურთის გულშემატკივრებმა დაიწყეს"

რუსეთის ფედერაციის პარლამენტის წევრი და რუსეთის კერლინგის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი სვიშევი ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მაისურებზე დატანილ ლოზუნგებს გამოეხმაურა.

სვიშევის განცხადებით, მსგავსი ისტორია 2014 წელს უკრაინაშიც იყო და ახალი არაფერი მომხდარა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ისტორია. ქართველებს არაფერი შეუქმნიათ. ვიცით, ზოგიერთი სპორტსმენი, ქვეყანა, რომლებიც გარკვეულ სიტუაციებში პოლიტიკურ სლოგანებს აკეთებენ. ახლა ისტერიამ საქართველო მოიცვა. ყველაშემთხვევაში ამ სლოგანებს სპორტთან კავშირი არ აქვთ. დარწმუნებული ვარ ფიფამ და უეფამ ამ ჟესტს პასუხი უნდა გასცეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია როგორც მინიმუმ უნდა დაჯარიმდეს, თუ არა დისკვალიფიკაცია მიენიჭოს.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. როდესაც მიიწვიეს ჩვენი პარლამენტარი, დასვეს თავჯდომარის სკამზე, გარკვეული სახის პოლიტიკური გაყალბებაა. ჩვენ ვხედავდით როგორ ჩადიოდნენ რუსი ტურისტები საქართველოში, ურთიერთობა გაუმჯობესდა, ახალი მთავრობის ხელში ნორმალური, ცივილიზებული დიალოგი დამყარდა რუსეთთან. თუმცა, ეს ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს და ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა დაიწყეს.

მათ იციან, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები ყველაზე აქტიურები არიან. გვახსოვს 2014 წელს სიტუაცია უკრაინაში. ყველაფერი ფეხბურთის ფანებიდან დაიწყო. სამწუხაროდ, სპორტი ბინძური პოლიტიკური თამაშების მძევლად იქცა“, - თქვა სვიშევმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113747