ჩოგბურთი

19:19 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჰალეს ტურნირი მეათედ მოიგო

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირის მეათედ მოიგო და ერთეულთა თანრიგში კარიერაში ATP-ის 102-ე ტიტული დაისაკუთრა.

როჯერმა ფინალში ბელგიელი დავიდ გოფინი 7:6, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე როჯერმა 7:2 იმარჯვა, მეორე პარტიაში კი გოფინს არანაირი შანსი არ ჰქონია.

როჯერმა ამ გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 429 955 ევრო გამოიმუშავა.

ერთეულთა თანრიგში ფედერერზე მეტი ტიტული ჯიმი კიმი კონორსს აქვს მოგებული (109).

0.113171