კალათბურთი

17:23 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში “ჰიუნდაი 2” და “ზაზას აკადემია” შეხვდებიან

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. საჩემპიონო სერიაში ერთმანეთს “ჰიუნდაი 2” და “ზაზას აკადემია 1” შეხვდებიან. ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია 3:0 მოუგო მეტოქეს. ზაზას აკადემიელებმა ფინალის გზიდან “ქუთაისი” ჩამოიშორეს, ხოლო ჰიუნდაელებმა “რუსთავს” აჯობეს.

ფინალური სერია 3 მოგებამდეა და ის 26 ივნისს დაიწყება. მესამე ადგილისთვის მატჩი ქუთაისში, 28 ივნისს გაიმართება. ბრინჯაოსთვის ნახევარფინალურ სერიებში დამარცხებული გუნდები – “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138905