ფეხბურთი

18:15 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" C ლიცენზიის კურსის პირველი მოდული გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილების ორგანიზებით ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი მოდული გაიმართა.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია მედიასთან ურთიერთობასა და პირველად სამედიცინო დახმარებაზე მიიღეს. C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 20 მწვრთნელი ირიცხება და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114719