ფეხბურთი

22:41 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ერმოსოს დამატებასთან ახლოსაა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ესპანიოლის" მცველმა მარიო ერმოსოს შესაძლოა კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, "როხიბლანკოსი" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯერჯერობით უცნობია ბარსელონური კლუბის პოზიცია. ასევე, ესპანური გამოცემა იუწყება, რომ "ატლეტიკო" მზადაა მოიცადოს და ფეხბურთელი შემდეგ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს, რადგან ერმოსოს "ესპანიოლთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

მარიო "რეალის" აკადემიის აღზრდილია და სარეზერვო გუნდიდან 2017 წელს "ესპანიოლში" გაასხვისეს. ახალი გუნდის მაისურით ერმოსომ 59 მატჩი ჩაატარა და ოთხო გოლი გაიტანა. მცველი 2018 წლის ნოემბერში ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს და სამ ჩატარებულ შეხვედრაში თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ერმოსოს სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.115859