სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

20:20 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

წვეროსნები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თავშივე გეტყვით, რომ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ მხოლოდ ხუმრობაა ცოტა ირონიაა და არაფერი ხუმრობისა და ირონიის გარდა! შესაბამისად, იმედია არც ჩემს წვერაბუჩქულ მეგობრებს გავაბრაზებ და სხვანიც არ გამინაწყენდებიან. ეს ბლოგი კი ეხება არც მეტი არც ნაკლები - წვერს, წვერმოშვებულ სპორტსმენებს და იმ ბოლოდროინდელ ტენდენციებს, რასაც ზოგი ლამბერსექსუალიზმს ეძახის, ზოგი კი უბრალოდ მოდას აყოლად რაცხს.

აბა ვის არ გვახსოვს ლეგენდარული წვერმოშვებული ფეხბურთელები?! ვის დაავიწყდება შავწვერა ჯორჯ ბესტი და თეთრად წვერშეღებილი აბელ შავიერი? არც წვერიანი სოკრატესი დაგვვიწყნია და არც სხვანი მრავალნი. თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს უფრო მეტად ულვაშები ამშვენებდათ და თუნდაც მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძისა და დათო ყიფიანის ულვაშმოსილობაც კი ერთ რამედ ღირდა.

თუმცა დღეს რაც ქართულ ფეხბურთში, რაგბიში და ზოგადად ქართულ სპორტში ხდება, ყველა წარსულ ამბავს ფარავს და თამამად შეგვიძლა ვთქვათ, რომ საშუალოდ ერთ მოსახლეზე წვერმოშვებული სპორტსმენით თუ არ ვუსწრებთ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით ირანის ისლამურ რესპუბლიკას, საუდის არაბეთსა და ბახრეინის სამეფოს. ეგ კი არა, ჩვენი წვერმოშვებულობა თურმე ევროპელებმაც დააფიქსირეს და ამასწინათ ესპანეთში მცხოვრები მეგობარი მწერდა, რომ ესპანელი კომენტატორი ქართველ 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბეებზე იძახდა: როგორც ჩანს საქართველოში მუდმივად გრილი ამინდია, თორემ ამოდენა წვერებში ეს ახალგაზრდა ბიჭები ნამდვილად არ ივლიდნენო...

სპორტსმენების წვერმოშვების რაობის გაგებისა და ამ ფენომენის კვლევისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ჩვენი თემურ ქეცბაიას სიტყვები, რომელიც რასაკირველია იუმორით მივიღეთ და პრინციპში მართლაც სასაცილო იყო. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თემურმა თავის ფეხბურთელებზე არცთუ “ტკბილად“ საუბრისას თქვა: “ერთი დგას ტატუვაჟები აქვს კისერზე, "ბრაზილიელი" ვარო და "რაზმინკას" აკეთებს, იქეთ გავიხედე და წვერი აქვს მoშვებული, არგენტინელი ვარო... ბეკენბაუერი ვარო... მე კიდევ მუჯახედირი მეგონა და ისწორებდა რა ამ წვერს...". ქეცბაიას მწვრთნელობიდან უკვე რამდენიმე წელია გასული და უნდა ითქვას, რომ წვერმოშვებულ ფეხბურთელთა (და ზოგადად სპორტსმენთა) რაოდენობა კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი, რასაც სპორტთან შორს მყოფი ადამიანებიც ადვილად ამჩნევენ.

ობიექტურები რომ ვიყოთ ისიც ვთქვათ, რომ წვერმოშვების ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არაა ფესვგადგმული და ჩვენი პლანეტის სხვა მრავალ ალაგშიც ბევრი ადამიანია დიდი წვერის შესწორება-შელამაზებით დაკავებული. თუმცა უკვე უცხოელებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეს ლამბერსექსუალობა (რომელიც როგორც იცით ტყის მჭრელის იმიჯის პოპულარობამ მოიტანა) ლამის ყოველ მეორე ჯეელს მოსწონებია და აბა რა გასაკვირია, რომ სპორტსმენებიც მათ კვალში დგანან.

თქვენ არ ინერვიულოთ პატივცემულო წვეროსანი სპორტსმენებო. ოღონდ სპორტული მაღალი შედეგები აჩვენეთ და თუნდაც რუსი ბოიარებივით მიწამდე დაგთრევდეთ წვერი. ოღონდ საქართველოს დროშა მუდამ მაღლა ასწიეთ და თუნდაც დღის დიდი ნაწილი წვერის ვარცხნა-მოვლაში ატარეთ! მაგრამ მაინც მაქვს ერთი შეკითხვა თქვენთან - კაცურად, არ გცხელათ?...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.159399
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X