სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

3:07 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი ბრინჯაოს სტარტი და სამი ოქროს მოლოდინი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ფაენცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ), დავით ფაცინაშვილი (65 კგ) და დავით კოღუაშვილი (80 კგ).

რეპეშაჟის ფინალში გუგეშაშვილმა მოლდოველი ანდრეი ვიტანი დაამარცხა (10:0), ფაცანაშვილმა -ბელარუსი ალექსანდრ ხულნიკი (11:0), ხოლო კოღუაშვილმა - აზერბაიჯანელი აბდულჯალილ შაბანოვი (13:4).

დღესვე, საპრიზო სამეულები კიდევ ორ წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებნენ ომარ გაზაშვილი (55 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ), მაგრამ შეჯიბრებას ორივე მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან და დიდი შანსია, ქართულ მონაგარს ხუთი მედალი დაემატოს. საუკეთესო შემთხვევაში სამი ოქრო და ორი ბრინჯაო. ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ), გიორგი გოგრიჭიანმა (51 კგ) და დავით კუჭუაშვილმა (71 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ევროპირველობის ფინალში გავიდნენ. საბა გამთენაძეს (92 კგ) ბრინჯაოს მედალს ერთი შეხვედრის მოგება აშორებს. დავით აბდალაძე (60 კგ) კი რეპეშაჟის ნახევარფინალშია.

ნიკოლოზ სანთელაძემ ბელარუსი მიკიტა ბერაზუნი, გერმანელი მარსელ ვაგინი და მაკედონიელი სტეფან შტეროვი ადვილად ჩამოიშორა და ფინალში აზერბაიჯანელ მურად ხაგვერდიევს დაეჭიდება.

გიორგი გოგრიჭიანმა ჩემპიონატი გერმანელი დარიო დიტრიხის ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში მოლდოველ პაველ გრაურს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში - რუსეთის ნაკრების წევრ უმარ უმაროვს და საჩემპიონო ბრძოლაში უკრაინელ მიკიტა აბრამოვს შეხვდება.

დავით კუჭუაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: უნგრელი ბალინტ ნემეში, სომეხი მენუა იარიბეკიანი და მოლდოველი ლილიან ბალანი. ოქროს მედლისთვის მისი მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი აბდულკერიმ აბდულაევი იქნება.

საბა გამთენაძემ ბელარუსი პაველ ძიატლაუსა და გერმანელი იუსუფ შიონიგიტის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ისლამ კარტოევთან წააგო და „ბრინჯაოს ფინალში“ გადაერთო, სადაც ან თურქ ომერ აგტაშს დაუპირისპირდება, ან უნგრელ გერგელი პაპს.

დავით აბდალაძემ ძირითად ბადეში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - მომავალ ფინალისტთან, სომეხ გენიკ ასატრიანთან დამარცხდა და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში აბდალაძე ბელარუს ანატოლი ხრამიკას დაეჭიდება და თუ აჯობებს, მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად რუსეთის სახელით მოჭიდავე დანილ ხარჩილავას შეხვდება.

ხვალ, რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი - 20:00 საათიდან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107185
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X