ფეხბურთი

1:11 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ პერუ გაანადგურა, ვენესუელა პლეი-ოფში დაუმარცხებლად გავიდა

კოპა ამერიკის გათამაშების A ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა - ბრაზილია და ვენესუელა.

„არენა კორინთიანსზე“ პერუს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთსი ჩვენება დაიწყო და თითქოს მასპინძლის რიდი არც ჰქონდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, პერუელებისთვის დასავიწყებელი ამბავია. „სელესაომ“ პირველივე ტაიმში გასც აყველა კითხვას პასუხი, როდესაც კაზემირომ, რობერტო ფირმინომ და ევერტონმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. მეორე ნახევრის დასაწყისში დანი ალვეშმა, ხოლო მატჩის მიწურულს ვილიანმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს. სხვათა შორის, ტიტეს შეგირდებს ბოლოს მეექვსე გოლის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გაბრიელ ჟესუსმა პენალტი ვერ გამოიყენა.

პარალელურად, ვენესუელამ ბოლივიას ადვილად აჯობა და დაამტკიცა, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. ვენესუელელებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს, რაც ცხადია, ამ ნაკრებისთვის ჩინებული მაჩვენებელია.

ბრაზილია 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ვენესუელამ 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ეს ორი გუნდი უკვე პლეი-ოფშია. პერუს 4 ქულა აქვს და მისი ბედი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ბოლივია კი სამშობლოში ბრუნდება.

ბოლივია - ვენესუელა 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 მაჩისი (2), 0:2 მაჩისი (55), 1:2 ხუსტინიანო (82), 1:3 მარტინესი (86)

პერუ - ბრაზილია 0:5 (0:3)

გოლები: 0:1 კაზემირო (12), 0:2 ფირმინო (19), 0:3 ევერტონი (32), 0:4 დანი ალვეში (53), 0:5 ვილიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177383