ფეხბურთი

13:32 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" კულიბალის სანაცვლოდ 120 მილიონს იხდის

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ „ნაპოლის“ მცველის, კალიდუ კულიბალის გადაბირებისთვის ყველაფერსაკეთებს. „ქალაქელები“ მზად არიან აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გაიღონ, რომელსაც ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ითხოვს.

28 წლის ფეხბურთელს ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ, რომელიც მაურიციო სარიმ ჩაიბარა და იტალიელი სპეციალისტი სენეგალელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

კულიბალის „ნაპოლისთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კალიდუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 48 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110609