კალათბურთი

0:33 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძეს “ინდიანას” 19-ნომრიანი მაისური გადასცეს
“2008 წლის ომს რომ ვიხსენებ, ვხვდები, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ”

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც დღეს დილით გამართულ დრაფტზე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, ინდიანაპოლისში ჩავიდა.

ქართველი ლეგიონერი ახალი კლუბის საშინაო არენას (Bankers Life Fieldhouse) ესტუმრა, ქომაგებს მიესალმა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მანამდე, გოგას “პეისერსის” 19-ნომრიანი მაისური გადასცეს.
მათ შორის, ბითაძემ იმ სიტუაციაზეც ისაუბრა, რაც ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი რუსეთი ქმნის.
“2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია. ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის. იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ, ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. თუმცა ვთვლი, რომ ეს მძიმე პერიოდი დაგვეხმარა იმაში, რომ ერთმანეთთან დავახლოვებულიყავით. მას შემდეგ, უფრო ძლიერები ვართ, ამით ვამაყობ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172268