ფეხბურთი

22:38 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გამპერის თასზე "ბარსელონა" ლონდონის "არსენალს" დაპირისპირდება

კატალონიის "ბარსელონა" წინასასეზონო მომზადების პერიოდში ტრადიციულ გამპერის თასზე ითამაშებს და ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გამპერის თასზე "მეთოფეები" პირველად ითამაშებენ, ხოლო ინგლისური კლუბებიდან "არსენალი" მეშვიდე იქნება. აღნიშნული მატჩი 4 აგვისტოს "კამპ ნოუზე" გაიმართება. ამ მატჩამდე "ბარსელონა" ივლისში ტოკიოში "ჩელსის" დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ კობეში - "ვისელ კობეს".

0.112777