ფეხბურთი

22:11 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლატინის ცხრა გოლი ევროპის 1984 წლის ჩემპიონატზე (VIDEO)

1955 წლის 21 ივნისს დაიბადა მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის მეოცე საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი.მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრების 72 მატჩში გაიტანა 41 გოლი. 50 მატჩში კაპიტნობდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს. 1983, 1984 და 1985 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.

ტურინის “იუვენტუსთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა, თასების, საკონტინენტთაშორისო თასები, ევროპის სუპერთასი. პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც თასების თასი მოიპოვა. ტურინელებთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. სამჯერ გახდა აპენინელთა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. “სენტ ეტიენის” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა. პროფესიულ დონეზე ჩაატარა 432 მატჩი, გაიტანა 224 გოლი. 1988-92 წლებში წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს. 2007 წლის 26 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მიშელ პლატინი იყო უეფას პრეზიდენტი.

0.114266