ფეხბურთი

15:43 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩეხი "ჩელსიში" დაბრუნდა

პეტერ ჩეხი ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდა. როგორც „არისტოკრატების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ვეტერანი ფეხბურთელი ტექნიკური მრჩევლის პოსტზე იმუშავებს.

„ჩემთვის დიდი პატივია ისევ აქ ყოფნა და ვეცდები საუკეთესო დახმარება გავუწიო გუნდს ბოლო 15 წელიწადში მიღწეული წარმატებების გასაგრძელებლად. ვიმედოვნებ, ჩემი საფეხბურთო გამოცდილება გუნდს დაეხმარება სამომავლო წარმატებებში“, - თქვა ჩეხმა.

შეგახსენებთ, რომ პეტერ ჩეხმა საფეხბურთო კარიერა დაახლოებით ერთი თვის წინ „არსენალის“ რიგებში დაასრულა და ბოლო მატჩი სწორედ „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩაატარა. „ჩელსის“ ღირსებას კი 2004-2015 წლებში ფეხბურთელის რანგში იცავდა და კლუბის ლეგენდად მიიჩნევა.

სტატისტიკა
0.250367