ფეხბურთი

12:46 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

არნაუტოვიჩს „ინტერში“ დაბრუნება სურს

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა, მარკო არნაუტოვჩმა, იტალიურ „ინტერში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა - გვამცნობს Sky Sports. ავსრიელს, რომელიც „ინტერში“ 2009-10 წლებში თამაშობდა, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით უცნობებია, რომ წინააღმდეგი არ იქნება სერია A-ში ითამაშოს.

თავის მხრივ, „ინტერის“ ახალი მთავარი მწვრთნელისითვის, ანტონიო კონტესთვის, პრიორიტეტული ბოსნიელი ედინ ჯეკოს შეძენა ყოფილა. თუმცა, თუ მილანელები „რომას“ ვერ შუთანხმდებიან, არნაუტოვიჩის დაბრუნების ვარიანტს განიხილავენ. „ვესტ ჰემი“ მზადაა მარკო 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.

არნაუტოვიჩი „ვესტ ჰემში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111827