ჩოგბურთი

12:15 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს ცონგასთან გაუჭირდა

გერმანული ჰალეს ტურნირის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა 7:6, 4:6, 7:5. დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში, როჯერმა ტაი-ბრეიკზე 7:5 იმარჯვა, მეორე პარტიაში 5:4-ზე ცონგამ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში კი როჯერმა კლასის ხარჯზე მეტოქეს აჯობა.

მომდევნო ეტაპზე ფედერერის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტია. ურთიერთშხვედრებში როჯერი 9:0-ს იგებს. როჯერს ჰალეს ტურნირი კარიერაში ცხრაჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114716