ფეხბურთი

11:48 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა

იაპონური „საგან ტოსუს“ ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, რომელსაც თავის დროზე „ატლეტიკოში,“ „ლივერპულსა“ და „ჩელსიში“ უთამაშია, სოციალურ ქსელში საფეხბურთო კარიერის დამთავრების შესახებ გამოაცხადა.

„18 საინტერესო სეზონის შემდეგ, დრო დადგა კარიერა დავასრულო.“ - დაწერა მან საკუთარ „ტვიტერზე.“

ტორესი „საგან ტოსუში“ შარშანდელი ზაფხულიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 35 წლის შემტევმა იაპონურ ჯეი-ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

„ჩელსის“ შემადგენლობაში ტორესმა ჩემპიონთა და ევროპა ლიგები, ასევე ინგლისის თასი მოიგო. ევროპა ლიგაში მან „ატლეტიკოსთან“ ერთადაც გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2010 წელს მსოფლიო, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111261