კალათბურთი

5:30 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე დრაფტის მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “პეისერსის” მაისურით ითამაშებს. დღეს, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გამართულ დრაფტზე ინდიანელებმა ქართველი ცენტრი მე-18 ნომრად აირჩიეს.

ცერემონიის უმთავრესი ფიგურა, მოლოდინისამებრ, ზაიონ უილიამსონი გახლდათ, რომელიც პირველ ნომრად “ნიუ ორლეან პელიკანსმა” აიყვანა.

1. ზაიონ უილიამსონი – “ნიუ ორლეანი”

2. ჯა მორანტი – “მემფის გრიზლისი”

3. არჯეი ბარეტი – “ნიუ იორკი”

4. დეანდრე ჰანტერი – “ლოს ანჯალეს ლეიკერსი”

5. დარიუს გარლანდი – “კლივლენდ კავალიერსი”

6. ჯარეტ ქალვერი – “ფინიქს სანსი”

7. კობი უაითი – “ჩიკაგო ბულსი”

8. ჯექსონ ჰეიესი – “ატლანტა ჰოქსი”

9. რუი ჰაჩიმურა – “ვაშინგტონ უიზარდსი”

10. კემ რედიში – “ატლანტა ჰოქსი”

11. კამერონ ჯონსონი – “მინესოტა ტიმბერვულვზი”

12. პი ჯეი ვაშინგტონი – “შარლოტ ჰორნეტსი”

13. ტაილერ ჰირო – “მაიამი ჰიტი”

14. რომეო ლენგფორდი – “ბოსტონ სელტიკსი”

15. სეკუ დუმბია – “დეტროიტ პისტონსი”

16. ჩუმა ოკეკე – “ორლანდო მეჯიქი”

17. ნიქილ ალექსანდერ-უოლკერი – “ბრუკლინ ნეთსი”

18. გოგა ბითაძე – “ინდიანა პეისერსი”

19. ლუკა სამანიჩი – “სან ანტონიო სპურსი”

20. მატის თიბალი – “ბოსტონ სელტიკსი”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.221271