ფეხბურთი

19:59 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "ჩელსის" შემდეგ "იუვენტუსში" მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯია"

ტურინის "იუვენტუსის" ახალმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ "ბიანკონერის" დამრიგებლად მუშაობა მისი კარიერის მიღწევაა. სარიმ იტალიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"იუვენტუსი იტალიაში საუკეთესო კლუბია და შანსი მომცა იტალიაში დაბრუნების. ესაა ყველაზე დიდი მიღწევა ჩემ გრძელვადიან კარიერაში. ამ ეტაპამდე ნელ-ნელა მივდიოდი. მოხარული ვარ, რომ იტალიის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში ვიმყოფები და ლონდონის "ჩელსიში" მიღებული გამოცდილების შემდეგ, "იუვენტუსში" მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯია." - ციტირებს Sky Sports-ი სარის სიტყვებს.

ლონდონის "ჩელსის" სარი ერთი წლით ხელმძღვანელობდა. გასულ სეზონში "არისტორატებმა" ევროპა ლიგა მოიგეს, ხოლო პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11218