ფეხბურთი

19:29 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგმა "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ერიკ ტენ ჰაგმა "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის ივლისამდე იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ამსტერდამელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით "აიაქსმა" გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც "ტოტენჰემთან" დრამატულად გამოვარდა.

ტენ ჰაგმა ამსტერდამული გუნდი 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და მას შემდეგ "აიაქსმა" 74 ჩატარებულ შეხვედრაში 56 მოიგო და 10 ფრედ დაასრულა. 2018/19 წლების სეზონში კი ამსტერდამელებმა ერედივიზიონში 119 გოლი გაიტანეს და 32 გაუშვეს.

0.115876