ფეხბურთი

3:41 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყატარს მორიგ სენსაციამდე 5 წუთი დააკლდა

ყატარის ნაკრები კოპა ამერიკის დებიუტანტია, მაგრამ რიდის არაფერი ეტყობა და ძალიან ახლოს იყო მორიგ სენსაციასთან. პირველ ტურში აზიელებმა პარაგვაის ნაკრებთან ორბურთიანი ჩამორჩენააღმოფხვრეს და ისტორიული ქულა მოიპოვეს.

ახლა კი, მეტოქე კოლუმბია იყო, გაცილებით ძლიერი გუნდი, რომელმაც პირველ ტურში არგენტინა უშანსოდ დაამარცხა და აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ ყატარი კარლოს კეირუშის გუნდს მთელი 85 წუთი გაუძალიანდებოდა.

თუმცა, ყატარის ნაკრების დაცვის ხაზი ერთხელ ჩავარდა და ეს ძვირად დაუჯდა. თუმცა, ნურც ხამეს როდრიგესის დიდებულ პასს დავაკნინებთ და დუვან ძაპატას თავურს, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

შედეგად, კოლუმბია 6 ქულით უკვე გავიდა პლეი-ოფში, ხოლო ყატარის აქტივში ერთი ქულა დარჩა.

კოლუმბია - ყატარი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ძაპატა (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114644