ფეხბურთი

2:05 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნეიმარი შეაფასა - 300 მილიონი ევრო!

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა ნეიმარი გაყიდოს. თუმცა, ამას 300 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ დათანხმდება.

Le Parisien-ის ცნობით, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და თუ ვინმეს ბრაზილიელის შეძენა ამ ზაფხულს უნდა ამისთვის 300 მილიონი ევრო უნდა გაიღოს.

მოგეხსენებათ, ორი წლის წინ პსჟ-მ ბრაზილიელი შემტევი „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ დაიმატა და ეს რეკორდია. ასე, რომ თუ ვინმე მზადყოფნას გამოთქვას ხსენებული 300 მილიონის გადასახდელად, ნეიმარი თავისი დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს.

ნეიმარს ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში სწორედ „ბარსელონას“ უკავშირებენ, სადაც 2013-2017 წლებში თამაშობდა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.126769