ფეხბურთი

21:20 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მენდი წარადგინა

მადრიდის „რეალმა“ ფერლან მენდი ოფიციალურად წარადგინა. „სამეფო კლუბმა“ 24 წლის ფრანგი რამდენიმე დღის წინ გაიფორმა, მაგრამ მიის წარდგენის ცერემონია დღეს გაიმართა.

მენდიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდგომაც 6-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში თამაში, მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში. მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის, ჰალა მადრიდ“, - თქვა მენდიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ მენდიმდე ბრაზილიელი როდრიგო გოესი ოფიციალურად წარადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114567