ფეხბურთი

19:42 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ესპანეთის ნაკრები ლუის ენრიკემ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბაილესმა ოფიციალურად დაადასტურა.

ენრიკემ დაკავებული პოსტი თავისი ნებით დატოვა და ამის მოტივი ოჯახური პრობლემებია:

„ლუის ენრიკემ გვითხრა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოჯახის სერიოზული პრობლემის გამო აღარ იქნება. ჩვენ მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო გუნდს რობერ მორენო უხელმძღვანელებს. ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - თქვა რუბაილესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე კი, „რომას“, „სელტასა“ და „ბარსელონას“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117326