ფეხბურთი

13:18 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ფავრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"დორტმუნდმა" გუნდის მთავარ მწვრთნელს, 61 წლის ლუსენ ფავრის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ძველი კონტრაქტი ფავრის 2020 წლის ზაფხულში ეწურებოდა.

ბუნდესლიგის განვლილ სეზონში "დორტმუნდი" მეორე ადგილზე გავიდა და "ბაიერნს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

ჩემპიონთა ლიგაზე გერმანელები 1/8-ფინალში ფინალისტ "ტოტენჰემთან" დამარცხდნენ.

სტატისტიკა
0.234205