ფეხბურთი

10:46 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი გაათავისუფლეს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, ჩვენების მიცემის შემდეგ საფრანგეთის პოლიციის ანტიკორუფციული განყოფილებიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხებოდა ყატარისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მინიჭების დროს, შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.

“მიუხედავად იმისა, რომ მოწმის სტატუსით მივედი პოლიციაში, მაშინვე დამაპატიმრეს. ცხადია, არასასიამოვნო იყო. დაკითხვა ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. უამრავი შეკითხვა არსებობდა. მეკითხებოდნენ ევრო 2016-ის, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, 2022 წლის ყატარის მუნდიალის, ასევე პსჟ-სა და ფიფას სესახებ. ყველაფერზე აუღელვებლად ვუპასუხე, რადგან არანაირ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა არ მიმიღია.“ - უთხრა 63 წლის ფრანგმა AFP-ს.

პლატინი უეფას პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 2015 წლამდე მუშაობდა, სანამ ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ მას საფეხბურთო საქმიანობა არ აუკრძალა. 2015 წლის 21 დეკემბერს პლატინის 8 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც 2016-ში 4 წლიანით შეუცვალეს.

0.111886