ფეხბურთი

9:46 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: კვირკველიას და კვარაცხელიას თანაგუნდელმა პერუს ბოლივიასთან მოაგებინა

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პერუს ნაკრებმა, ლეგენდარულ „მარაკანაზე“ ბოლივიას 3:1 მოუგო.

მატჩის გმირი მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემტევი, ჯეფერსონ ფარფანი გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და ედისონ ფლორესსაც საგოლედ უპასა.

ანგარიში ბოლივიელებმა გახსნეს პენალტით. თავი მარსელო მორენომ გამოიჩინა. 45-ე წუთზე პაოლო გერერომ „გასახდელის გოლით“ გაათანაბრა. მეორე ნახევარში პერუელებმა კიდევ ორჯერ დააწყებინეს ბოლივიელებს ცენტრიდან თამაში. როგორც ვთქვით, ფარფანმა ჯერ თავად დალაშქრა მეტოქის კარი, მეექვსე დამატებულ წუთზე კი ფლორესს გაატანინა.

ორი ტურის შემდეგ, A ჯგუფში 4-ქულიანი პერუ და ბრაზილია ლიდერობენ. ვენესუელას 2 ქულა აქვს, ბოლივიას არცერთი.

0.118315