ფეხბურთი

9:05 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: ბრაზილია ვენესუელას უგოლოდ დაშორდა

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, ბრაზილიის ნაკრებმა სალვადორში, „არენა ფონტე ნოვაზე“ ვენესუელის ეროვნული გუნდის გატეხვა ვერ შეძლო და უგოლოდ დაუზავდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა ვიდეოარბიტრის დახმარებით, ბრაზილიელებს ორი გოლი გაუუქმა.

ბრაზილიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ალისონი, დანი ალვეში, ფილიპე ლუისი, ტიაგუ სილვა, მარკინიოსი, კოუტინიო, კაზემირო (ფერნანდინიო 57), არტური, ფირმინო, რიშარლისონი (გაბრიელ ჟეზუსი 46), ნერეში (ევერტონი 72).

ორი ტურის შემდეგ, A ჯგუფში ბრაზილიელებმა 4 ქულა მოაგროვეს და ამდენივექულიან პერუსთან ლიდერობას იყოფენ. ვენესუელას 2 ქულა აქვს, ბოლივიას არცერთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113427