ფეხბურთი

17:33 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „სამწუხაროა, რაც პლატინის დაემართა“

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, გარი ლინეკერი, უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის დაპატიმრების ამბავს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ პლატინი, საფრანგეთის სამართალდამცავებმა, ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მინიჭებისთვის გამოვლენილ კორუფციულ გარიგებაში ამხილეს.

„იმ ყველა ბრალდებებიდან და დაპატიმრებებედიან, რაც ბოლო დროს ფეხბურთის ჩინოვნიკებს თავს დაატყდათ, ყველაზე სამწუხარო და დასანანი პლატინის დაპატიმრებაა, რადგან ის ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი ჩვენთაგანი.“ - დაწერა ლინეკერმა თავის „ტვიტერში.“

პლატინი უეფას პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 2015 წლამდე მუშაობდა, სანამ ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ მას საფეხბურთო საქმიანობა არ აუკრძალა. 2015 წლის 21 დეკემბერს პლატინის 8 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც 2016-ში 4 წლიანით შეუცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109829