ფეხბურთი

15:35 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ დაასახელა, როგორ კლუბში უნდა გადავიდეს ნეიმარი

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ნეიმარს ვურჩევდი ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობს არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. გუნდში რომელიც დიდი ოჯახი იქნება. „ბარსელონაში“ მისი დაბრუნება? ეს ძალიან სპეციფიკური და პროფესიონალური სიტუაციაა. ასეთ ვითრებაში ყოველ წვრილმას დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - ციტირებს ტიტეს სიტყვებს Globo Esporte.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მზადაა დაიბრუნოს ნეიმარი, თუკი ეს უკანასკნელი ბოდიშს მოიხდის. წერენ იმასაც, რომ 27 წლის ბრაზილიელის აგენტი, პინი ზაჰავი, ორ ესპანურ გრანდთან - „რეალთან“ „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

0.152285