ფეხბურთი

12:23 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზნები დაასხელა

„იუვენტუსის“ ახალმა მავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლების ხილვასაც მომავალ სეზონში თავის გუნდში ისურვებდა. საუბარია „ინტერის“ შემტევ მაურო იკარდისა და პსჟ-ის მცველ მარკინიოსზე - გვამცნობს SportItalia.

წყაროს მტკიცებით, „ინტერის“ ასევე ახალდანიშნულ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, რომელუ ლუკაკუს გადაბირება სურს და იკარდის სიამოვნებით გაასხვისებდა. თავის მხრივ, არგენტინელს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც აქვს, მაგრამ პრიორიტეტულ ვარიანტად „იუვენტუსი“ ითვლება.

რაც შეეხება მარკინიოსს, მისი ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პარიზული კლუბი წარმატებით მოელაპარაკა „აიაქსის“ მატეის დე ლიხტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13223