თამაშგარე

10:17 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლედი გაგა, ირინა, ბრედლი და კახელი ქეთო

ცნობილი “სასიყვარულო სამკუთხედი“, სადაც მომღერალი ლედი გაგა მსახიობ ბრედლი კუპერს მოდელ ირინა შეიკს ართმევს, ბარე ათტომიან რომანს დაამშვენებდა. მით უმეტეს, რომ ამ ამბებში არაფერია გამოგონილი და ყველაფერი აგერ ჩვენს ეპოქაში ამჟამად და თანადროულად ხდება.

მობურთალ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შედეგ, ირინა შეიკი მალევე შეხვდა ბრედლი კუპერს და შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან იმის აღსანიშნავად, რომ მისი ბედნიერება იყო უსაზღვრო და დაუსრულებელი. ხოლო როდესაც წყვილს შვილი შეეძინა, მათი ტრფიალება საერთოდ ფესვგაუხმობად აღიარეს.

თუმცა, საკმარისი იყო ბრედლი კუპერზე ლედი გაგას საჯაროდ ტკბილ-ტკბილი სიტყვები ელაპარაკა, რომ ირინა შეიკის ოცნების კოშკებიც მალევე დაინგრა. ჩვენ ადრეც გაუწყებდით, რომ რუს-თათარი შხვართი მოდელი ამ თემაზე საუბარს გაურბის, მაგრამ ყველა ამბობს რომ ახლა ის დროა, როდესაც ირინა შეიკმა ფილმ “სიყვარული ყველას უნდას“ გმირ კახელი ქეთოსავით სათბურთან (ე.წ. “გრელკა“)ერთად უნდა დაიძინოს.

0.123767