ფეხბურთი

21:58 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" 5 სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთ გუნდამდე შემცირდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი წილისყრისას განუთესავი იქნება და შესაბამისად განთესილ მეტოქეს დაუპირისპირდება. თბილისელებს თამაში ერთ-ერთ გუნდთან მოუწევთ:

„სელტიკი“ (შოტლანდია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „დუდელანჟი“ (ლუქსებურგი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

აქვე გეტყვით, რომ წილისყრა 18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 16:30 საათზე გაიმართება.

სტატისტიკა
0.244279