ჩოგბურთი

17:47 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ესპანეთში, ბოლქვაძე – ინგლისში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ესპანეთის ქალაქ მალიორკაში იმყოფება, სადაც მიმდინარე კვირაში ადგილობრივ ღია პირველობაში (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) ჩაებმება.

ოქსანა ძალებს ტრადიციულად წყვილთა თანრიგში მოსინჯავს. კალაშნიკოვა ავსტრიელ მონიკა ადამჩაკთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში ბელარუს ლიძია მაროზავასა და ავსტრალიელ სტორმ სანდერსს გაეჯიბრება.
ინგლისის ქალაქ ბირმინგემში იმყოფებოდა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 006 263 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა.
ბოლქვაძე კვალიფიკაციის პირველ წრეში რუს ლიუდმილა სამსონოვას გაეჯიბრა და 4:6, 3:6 დამარცხდა.

0.115502