ფეხბურთი

14:33 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დინამო Gallini Budapest Cup გამარჯვებულია
13 წლამდე დინამო ბუდაპეშტში Gallini Budapest Cup 2019 გამარჯვებული გახდა. თბილისელებმა ფინალური შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარეს და კვიპროსულ ომონიას 4:2 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის მანძილზე დინამოელებმა გოლი მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში გაუშვეს. ომონიას კარში ორი გოლი ანდრია კერესელიძემ გაიტანა. თითო ზუსტი დარტყმა კი ლუკა ბუბუტეიშვილის და დავით ქელდიშვილის ანგარიშზეა. ორგანიზატორებმა დინამოელები საჩემპიონო თასით და ოქროს მედლებით დააჯილდოვეს, ხოლო ნიკა ბენდიანიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რევაზ გვარაკიძის გუნდმა ჯგუფში ფინური იაპსის 2:0 და ალბანური ჯელნია შკოდრანეს 4:0 დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ავსტრიულ ვაკერ ინსბრუკს 2:0 აჯობა. ნახევარფინალში დინამო ბუდაპეშტის ჰონვედს შეხვდა და მასთანაც 2:0 მოიგო. სულ ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობდა.

U13 დინამო თბილისი 4:2 ომონია ნიქოზი

U13 დინამო: საური, ხუფენია, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, პატარკაციშვილი, ვარსიმაშილი, კერესელიძე, შაშიაშვილი, მამასახლისი

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, ბუბუტეიშვილი, თურქია, ბერძენიშვილი, სალია

0.113386