სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:01 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: იტალიამ ნავსი გატეხა და ესპანეთი დაამარცხა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიაში სტარტი აიღო ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატმა და პირველი ტურის მატჩები A ჯგუფში გაიმართა. ახალგაზრდული ევროფორუმი რეჯიო ემილიაში, პოლონეთისა და ბელგიის მატჩით გაიხსნა, მაყურებელს კი მოსაწყენად არ ჰქონია საქმე.

გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს, ჯერ ისეკამ ფლანგური გადაცემის შემდეგ გაიტანა, მერე კი ზურკოვსკის შორეულ დარტყმას ბელგიელთა კარის დარაჯი ვერ გაუმკლავდა. მეორე ტაიმში კი პოლონეთი გაცილებით აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებდა და საწადელას მიაღწია. ბილეკის თავურს შიმანსკიმაც მიაყოლა - 3:1. თამაშის მიწურულს ბელგიამ კი მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, მაგრამ მარცხისგან თავი ვერ დაიხსნა.

გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირება - ტურნირის ორი ფავორიტი. ბოლონიაში, „რენატო დალ არაზე“ ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარ იყო. სხვათა შორის, იტალიას ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მოგებული (ბოლოს 2004 წელს), ხოლო მეორე ადგილზე ესპანეთია 4 ჩემპიონობით.

ერთი დეტალიც - იტალიის 21 წლამდე ნაკრებს ესპანელი თანატოლები 2006 წლის შემდეგ (ბოლო 5თამაში) არ დაემარცხებინა. მეტიც, ბოლო 5 თამაში პირინელთა გამარჯვებით იყო დასრულებული, მათ შორის, ორი წლის წინ ნახევარფინალში და 2013 წელს ფინალში. მატჩისწინ „აძურინის“ თავკაცმა ლუიჯი დი ბიაჯომ თქვა, ეს ცუდი სერია უნდა დავასრულოთო და დანაპირები შეასრულა.

არადა, ესპანეთისთვის შეხვედრა ფანტასტიკურად, დანი სებალიოსის ფანტასტიკური გოლით დაიწყო. „რეალის“ ნახევარმცველი ორი წლის წინანდელ ევროპირველობაზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ახლა შესაძლოა საუკეთესო გოლის პრიზი მიიღოს - ყოველშემთხვევაში გასროლა დიდებული იყო. ეს მე-9 წუთზე მოხდა და შემდეგ იტალია სრულ უპირატესობას დაეუფლა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევ ფედერიკო კიეზას, რომელმაც განაპირობა კიდეც თანაგუნდელთა გამარჯვება. კიეზამ 36-ე წუთზე ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და გათანაბრება მოახერხა, მაგრამ მეკარის შეცდომაც საყურადღებო იყო. 64-ე წუთზე კი, დუბლი მიითვალა, როდესაც საჯარიმოში შექმნილ არეულობაში დროულად და ზუსტად გაერკვა. მატჩის მიწურულს „რომას“ შუახაზელი ლორენცო პელეგრინი კარლოს სოლერმა საჯარიმოში წააქცია და ვიდეორეფერთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

მეორე ტურის მატჩები ამ ჯგუფში 19 ივნისს გაიმართება, ბელგია ესპანეთს, ხოლო იტალია პოლონეთს შეხვდება. მანამდე, 17 ივნისს, B ჯგუფის პირველი ტური შედგება: სერბეთი - ავსტრია, გერმანია - დანია.

პოლონეთი - ბელგია 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ისეკა (16), 1:1 ზურკოვსკი (26), 2:1 ბილეკი (52), 3:1 შიმანსკი (79), 3:2 კულსი (84)

იტალია - ესპანეთი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 სებალიოსი (9), 1:1 კიეზა (36), 2:1 კიეზა (64), 3:1 პელეგრინი (82, პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110908
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X