ფეხბურთი

15:15 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა "მანჩესტერს" დაემშვიდობა: "ახალი გამოწვევების დროა"

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნიატედს“ ტოვებს. ეს ინფორმაცია ფრანგმა ფეხბურთელმა თავად გააჟღერა და თქვა, რომ ახალი გამოწვევების დრო მოვიდა.

„ამ სეზონის შემდეგ, რომელიც ჩემთვის საუკეთესო იყო და ყველაფერი მოხდა, ვფიქრობ, შესაფერისი მომენტია ახალი გამოწვევებისთვის, რომელსაც სხვაგან მივიღებ. ბევრი საკითხი და ბევრი აზრია. „მანჩესტერში“ სამი წელი გავატარე და ეს იყო შესანიშნავი სამი სეზონი. მქონდა, როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები, როგორც ყველას და როგორც ყველგან“, - თქვა პოგბამ.

ჯერჯერობით სხვა ხელჩასაჭიდი და კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია, რომ პოგბას მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა კარიერა ან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელოს, ან ტურინში დაბრუნდეს, სადაც 2012-2016 წლებში უკვე თამაშობდა.

სტატისტიკა
0.242541