ფეხბურთი

13:20 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე ჩინეთის მეორე ლიგაში ითამაშებს

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მოთამაშე იაია ტურე კარიერას ჩინეთის მეორე ლიგის კლუბ "ცინდაო ჰაინუში" გააგრძელებს. აფრიკელი ნახევარმცველი ჩინეთში ქალაქ ცინდაოში უკვე ჩავიდა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.

36 წლის ფეხბურთელი ბოლოს "ოლიმპიაოსში" 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე თამაშობდა და მას შემდეგ უგუნდოდაა. "ცინდაო" კი ჩინეთის მეორე ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და სუპერლიგაში გადასასვლეად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117751