ფეხბურთი

3:15 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე L'Equipe-ს რჩეულებში

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ფრანგმა ჟურნალისტებმა 20 წელზე დაბალი ასაკის 50 ფეხბურთელი გამოარჩიეს და პირველ ყოვლისა, 2018-2019 წლების სეზონში ნაჩვენები თამაშის მიხედვით იხელმძღვანელეს.

ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხსენებულ 50-ეულში 47-ე ადგილი ერგო. 19 წლის ჩვენებურმა იარი ვერშაერენს („ანდერლეხტი“, ბელგია), დონილ მალენსა (პსვ, ჰოლანდია) და ერლინგ ბრაუტ ჰალანდს („ზალცბურგი“, ნორვეგია) აჯობა.

„ვინც უყურა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „ბორდოსა“ და „გენტს“ შორის (0:0) აგვისტოში, შეამჩნევდა შემტევ ნახევარმცველს დელიკატური მარჯვენა ფეხით. იმ დღეს გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი ხედვა და ტექნიკა აჩვენა. ქართველს ბელგიურ გუნდში კარგი სეზონი ჰქონდა, 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. 2017 წლის აგვისტოში „გენტმა“ „დინამო თბილისიდან“ 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და „ბაიერნს“ დაასწრო. „ბაიერნი“ გააგრძელებს მასზე დაკვირვებას, ისევე, როგორც „ბარსელონა“. ეროვნულ ნაკრებში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა... 7 შეხვედრაში“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

აქვე იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც ჩაკვეტაძეს ფრანგული გამოცემის აზრით აჯობეს: მატის დე ლიხტი („აიაქსი“, ჰოლანდია), ჯეიდონ სანჩო („დორტმუნდი“, ინგლისი), კაი ჰავერცი („ლევერკუზენი“, გერმანია), ჟოაო ფელიში („ბენფიკა“, პორტუგალია), ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“, იტალია), ნიკოლო ძანიოლო („რომა“, იტალია), მოიზე კინი („იუვენტუსი“, იტალია), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“, ბრაზილია), დეკლან რაისი („ვესტ ჰემი“, ინგლისი), იბრაჰიმა კონატე („ზალცბურგი“, საფრანგეთი), მატეო გენდუზი („არსენალი“, საფრანგეთი), ალბან ლაფონი („ფიორენტინა“, საფრანგეთი), კალუმ ჰადსონ-ოდოი („ჩელსი“, ინგლისი), დან-ალექსანდერ ზაგადუ („დორტმუნდი“, საფრანგეთი), რაიან სესენიონი („ფულჰემი“, ინგლისი), ევან ნ’დიკა („აინტრახტი“, საფრანგეთი), ჯასტინ კლუივერტი („რომა“, ჰოლანდია), ანდრეას სკოვ ოლსენი („ნორშელანდი“, დანია), ფილ ფოდენი („სიტი“, ინგლისი), კიკ პიერე („ჰერენვენი“, ჰოლანდია), რეის ნელსონი („ჰოფენჰაიმი“, ინგლისი), პედრო პორო („ჟირონა“, ესპანეთი), რაფაელ ლეაო („ლილი“, პორტუგალია), ოზან კაბაკი („შტუტგარტი“, თურქეთი), სამუელ ჩუკვუზე („ვილიარეალი“, ნიგერია), ბუბაკარ კამარა („მარსელი“, საფრანგეთი), უილიამ სალიბა („სენტ ეტიენი“, საფრანგეთი), როდრიგო („სანტოსი“, ბრაზილია), იან ვალერი („საუთჰემპტონი“, საფრანგეთი), მეისონ მაუნთი („დერბი“, ინგლისი), გედსონ ფერნანდესი („ბენფიკა“, პორტუგალია), ჯონათან დავიდი („გენტი“, კანადა), ჟუნიორ ტრაორე („ემპოლი“, კოტ დივუარი), დიოგო დალო („მანჩესტერი“, პორტუგალია), ეზეკიელ ბარკო („ატლანტა იუნაიტედი“, არგენტინა), სანდრო ტონალი („ბრეშა“, იტალია), მუსა დიაბი (პსჟ, საფრანგეთი), ბრაიმ დიასი („რეალი“, ესპანეთი), ფერან ტორესი („ვალენსია“, ესპანეთი), დუაიტ მაკნეილი („ბარნლი“, ინგლისი), ალექსანდერ ისაკი („ვილემ II”, შვედეთი), მალანგ სარი („ნიცა“, საფრანგეთი), ფრან ბელტრანი („სელტა“, ესპანეთი), ჩუჩო ერნანდესი („უესკა“, კოლუმბია), არნე მაიერი („ჰერტა“, გერმანია), ჰანეს ვოლფი („ზალცბურგი“, ავსტრია).

აქვე გეტყვით, ჩამონათვალში თანმიმდევრობა დაცულია. შესაბამისად, პირველი ადგილი მატის დე ლიხტს ერგო, მეორე ჯეიდონ სანჩოს, მესამე კაი ჰავერცს და შესაბამისად...

0.112723