ფეხბურთი

23:17 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" "ლოკომოტივთან" დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დავით სამურასოვის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

"ლოკომოტივმა" წაუგებელი სერია ექვსმატჩამდე გაზარდა და სატურნირო ცხრილში 25 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. ბათუმელებმა კი მეხუთე მატჩი წააგეს პირველი ადგილი დათმეს - "დინამო" "საბურთალოს" ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს "რკინიგზელები" აუტსაიდერ "რუსთავთან" გამართავს, ხოლო გია გეგუჩაძის გუნდის შეეცდება "საბურთალო" დაამარცხოს და პირველ ადგილზე გადავიდეს.

Loading...
სტატისტიკა
0.260222