ფეხბურთი

22:23 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ლიორენტეს დამატებასთან ახლოსაა

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა მარკოს ლიორენტემ შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც SORE იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს და სატრანსფერო თანხად 40 მილიონი ევრო სახელდება.

გასულ სეზონში ლიორენტეს თამაში ფაქტობრივად არ უწევდა, რადგან ტრავმა ჰქონდა. ფეხბურთელმა ჯამში 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მარკოსს არც 2017/18 წლების სეზონში ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13146