კალათბურთი

20:20 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბასკონიას” მწვრთნელებმა 17 ქართველი მოზარდი ესპანურ კემპზე მიიწვიეს

“ბასკონიას” კემპის რჩეულთა ვინაობა ცნობილია. ესპანური კლუბ “ბასკონიადან” მიღებული წერილის საფუძველზე, ის 17 მოთამაშე დასახელდა, რომლებიც 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში ამ კლუბის ბაზაზე დაგეგმილ კემპში მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთიდან მიღებულ წერილს ბოლოს გაეცნობით, აქ კი შეგახსენებთ, რომ 3-7 ივნისს ვერის საკალათბურთო დარბაზში ესპანური კლუბის კემპი გაიმართა, რომელშიც 100-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კემპი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

გთავაზობთ ესპანური კლუბის მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც ვკითხულობთ:

ქალაქ ვიტორიაში მდებარე კლუბი “სასკი ბასკონია”, რომელიც გახლავთ ACB LIGA-ის და ევროლიგის წევრი, აქვს პატივი, ქვემოთ წარმოდგენილი მოთამაშეები მიიწვიოს CAMPUS INTERNATIONAL 2019 – XI EDITION-ში სამონაწილეოდ, რომელიც 2019 წლის 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ვიტორიაში მდებარე ჩვენს ბაზაზე გაიმართება.

  • ვახტანგ გაჩეჩილაძე
  • ივანე ბაბუნაშვილი
  • საბა გურეშიძე
  • ლუკა ბარაბაძე
  • ელიამ ემინოღლუ
  • დავით ძნელაძე
  • შოთა მაჭავარიანი
  • სანდრო ცომაია
  • რეზო მეშველიანი
  • ნიკა აბულაძე
  • ლუკა მუჯირიშვილი
  • გოგა ბუკია
  • გუკა ცხადაძე
  • ლუკა ისაკაძე
  • საბა შალამბერიძე
  • ლუკა ჯულაყიძე
  • ნიკოლოზ სანაძე

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1182