ავტოსპორტი

16:41 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო თავართქილაძის მეორე ადგილი ჯუჰაიში

ჯუჰაის (ჩინეთი) საერთაშორისო ტრეკზე, ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ტარდება, რომელშიც ქართველი სანდრო თავართქილაძეც მონაწილეობს.

დრეს მეორე ეტაპის პირველი რბოლა ჩატარდა, რომელიც სანდრომ მეორე ადგილზე დაასრულა. მან სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო და რბოლის დასაწყისშივე, ბრაზილიელ ბრუნო კარნეიროს გადაასწრო. რბოლის მიწურულს, რესტარტზე ქართველ მრბოლს ლიდერობისთვის ბრძოლის საშუალება მიეცა, მაგრამ დარჩენილი ერთი წრე, ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რბოლა თავართქილაძის ჰოლანდიელმა თანაგუნდელმა (ბლექარტს რეისინგი) ჯოი ალდერსმა მოიგო, რომელსაც ორივე კვალიფიკაცია მოგებული აქვს და მეორე რბოლის სტარტზეც პირველ პოზიციაზე იქნება. საერთო ჩათვლაში კი სანდრო კვლავაც ჩემპიონატის ლიდერობას ინარჩუნებს.

Loading...
0.131239