ფეხბურთი

15:49 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "ეს დიდი შეცდომა იყო, ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულდა"

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა 5 წლის წინანდელი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯორჯო კიელინის უკბინა. 32 წლის ფორვარდის განცხადებით, ეს შეცდომა იყო და ეგონა, რომ მისი კარიერა დასრულდა.

„ჩემმა მეუღლემ მკითხრა რა მოხდა და ვუპასუხე, რომ ეს მხოლოდ დაპირისპირება იყო. რეალობის მიღება არ შემეძლო, ეს დიდი შეცდომა გახლდათ. ფსიქოლოგებს მივმართე და ისინი დამეხმარნენ შეცდომის გაცნობიერებაში და გაზრდაში. ბევრი ვიტანჯე, მართლაც ცუდად ვიყავი, ჩემი მეუღლის, ჩემი შვილებისა და თანაგუნდელების გამო.

დსიკვალიფიკაცია? „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაფორმებული მქონდა და თამაში არ შემეძო. ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა“, - თქვა სუარესმა.

0.11651