ფეხბურთი

21:35 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის პირველ მატჩში "რუსთავმა" "დილა" 2:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. რუსთავში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს - 25-ე წუთზე თავი პაატა კიტეიშვილმა გამოიჩინა, ხოლო 41-ე წუთზე - ნიკოლაი ყიფიანმა.

"რუსთავს" "საბურთალოსთან" 10 მაისს მოგებული მატჩი შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა, ხოლო გორელებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მიუხედავად მოგებისა, ქვემოქართელები კვლავ ბოლო ადგილზე 14 ქულით არიან, ხოლო "დილა" 19 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111961